ჰიმნის დასრულებისას უნგრელებს LGBT დროშა აუფრიალეს
Aa
Aa

ჰიმნის დასრულებისას უნგრელებს LGBT დროშა აუფრიალეს

გერმანიისა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე, როდესაც ქვეყნების ეროვნული ჰიმნები უნდა შესრულებულიყო, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელსაც ხელში LGBT დროშა ეჭირა.

საინტერესოა, რომ ქომაგი მოედანზე ზუსტად უნგრეთის ჰიმნის დასრულებისას შეიჭრა და ფეხბურთელებს ჩაურბინა, რის შემდეგაც დაცვამ მას მოედანი დაატოვებინა.

ევროპულმა გამოცემებმა ეს უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საპასუხო ქმედებად ჩათვალეს.

როგორც მოგეხსენებათ, 15 ივნისს, უნგრეთის მთავრობამ 157 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში LGBT-ის პრომოუტინგი აიკრძალა. ასევე აიკრძალა 18-წლამდელთათვის იმის სწავლება, რომ მათ იმ სქესის არჩევა შეუძლიათ, რომელიც მოესურვებათ.

უეფას უარი - გერმანელებმა LGBT ფერებში სხვა სტადიონები გაანათეს

უეფამ გერმანელთა ქმედებაში პოლიტიკური სარჩული შენიშნა და მათ ინიციატივას გაემიჯნა. საბოლოოდ, „ალიანც არენა“ ცისარტყელის ფერებში არ განათდა.

„უეფა არის ორგანიზაცია, რომელიც შორს არის პოლიტიკური და რელიგიური საკითხებისგან და ის მოქმედებს საკუთარი წესდების მიხედვით.

ამ მოთხოვნის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავდა უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წასვლას - უეფა ვალდებულია მოთხოვნაზე უარი თქვას“. - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პროტესტი საფეხბურთო კლუბებმაც გამოხატეს. „ვოლფსბურმგა“, „აინტრახტმა“, „კიოლნმა“, „აუგსბურგმა“ და სხვა კლუბებმა გერმანიისა და უნგრეთის მატჩისას, თავიანთი სტადიონები LGBT+-ის ფერებში გაანათეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები