საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გიორგი შერმადინს უმასპინძლეს
Aa
Aa

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გიორგი შერმადინს უმასპინძლეს

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრს, გიორგი შერმადინს უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტმა გიორგი შერმადინს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და სამახსოვრო ოლიმპიური მედალი გადასცა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ერთ-ერთი ლიდერი პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ევროპის საუკეთესო ჩემპიონატის - ACB ლიგის MVP გახდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი, მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი, ემზარ ზენაიშვილი და სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ჯამლეტ ხუხაშვილი.

ინფორმაციასა და შეხვედრის ფოტომასალას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები