Aa
Aa

"იყო კომენტარები,რომ ბიჭებმა ბრძოლები გაყიდეს" - ყაზახების უღირსი საქციელი

19 ივნისს ყაზახეთში ლიგა Mergen FC-ის ფარგლებში შერეულ ორთაბრძოლებში საღამო გაიმართა.

სადაც, მონაწილეობა 3 ქართველიმა მებრძოლმა  ალეკო საღლიანმა , გიორგი ფოჩხიძემ და ნოდარი ხოტენაშვილმა მიიღეს.

სამწუხაროდ ჩვენი მებრძოლეები დამარცხდნენ, რის შემდეგაც „ალფა გრინის“ წარმომადგენელმა უჩა კვერნაძემ განცხადება გაავრცელა .

მოგესალმებით ყველას, მინდა მოკლე ინფორმაცია გაგიზიაროთ,19 ივნისს , ყაზახეთში ჩატარებულ შერეულ ორთაბრძოლაში შეჯიბრთან (MFC #1) დაკავშირებით.

  1. აწონვის წინა საღამოს 3-ჯერ შეგვიცვალეს აწონვის დრო და ადგილი.
  2. აწონვის წინა საღამოს მოვითხოვეთ სასწორი იმისათვის, რომ ოფიციალურ აწონვაზე არ გვქონოდა პრობლემები ზედმეტ წონასთან დაკავშირებით.
  3. მოგვიტანეს ჯერ ერთი სასწორი და გვაცნობეს, რომ აწონვები იქნება,ამ სასწორზე, ამ სასწორის მიხედვით დავიწყეთ წონების მზადდება, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოიტანეს სხვა სასწორი და გვაცნობეს,ეს იქნება აწონვაზე- საბოლოოდ ჩვენმა მებრძოლებმა, ამ სასწორის მიხედვით ინტესიური ვარჯიშის მერე "გააკეთეს წონა".
  4. 18 ივნისს ოფიციალურ აწონვებზე მოიტანეს კიდევ სხვა სასწორი დაიწყეს 09:00-ზე და ჩვენ არ გვაცნობეს, დაახლოებით 09:40-ზე დაგვირეკეს და ჩავედით აწონვაზე, ყველა ჩვენი მებრძოლის მეტოქეები უკვე იყვნენ აწონილები და გვანახეს მათი ვიდეო (როდის იყო ვიდეო გადაღებული ვერ გავარკვიეთ).
  5. წონებზე შეთანხმებული ვიყავით შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
  • ნოდარ ხოტენაშვილი 57კგ და დაშვება ორგანიზაციიდან 500გრ.
  • გიორგი ფოჩხიძე წინასტარი შეთანხმებით 59კგ.
  • ალეკო საღლიანი 70,3 კგ და დაშვება ორგანიზაციიდან 500გრ.

ჩვენი მხრიდან წონის პრობლემა შეექმნა ნოდარ ხოტენაშვილს და ახალ სასწორზე მისი წონა იყო 58.8კგ,ზედმეტ წონასთან დაკავშირებით შევთანხმდით რომ 20% ჰონორარიდან გადაეცემა მის მეტოქეს.

გიორგი ფოჩხიძემ აიწონა ზუსტად 59კგ. მისი მეტოქე იყო 59,650,ამ 650გრამზე დახუჭეს თვალი ორგანიზატორებმა და დაუფიქსირეს წონა.

ალეკო საღლიანის მეტოქე ემზადებოდა თურმე 73კგ. საბრძოლად და აწონვაზე იყო 74.6კგ, მან დააბრალა ორგანიზაციას რომ ჩვენ ასე ვიყავით შეთანხმებული. ჩვენ უარი განვაცხადეთ და შემდეგ ჩემთან მოვიდა ალეკო საღლიანის მეტოქეს მრწვთნელი და გამიყვანეს სხვა სივრცეში და შემომთავაზეს 1000 USD იმაზე რომ ზედმეტ კილოგრამებზე თვალი დამეხუჭა-მე კატეგორიული უარი განვაცხადე, შემდგომ გარკვეული პერიოდის მერე, მე ისევ შემომთავაზეს 1500USD ისევ მიიღეს კატეგორიული უარი. საბოლოოდ ალეკო საღლიანის კაცობიდან და ღირსებიდან გამომდინარე დავთანხმდით 73 კგ., მისმა მეტოქემ დაიწყო წონის კლება, როგორც შემატყობინა ორგანიზატორმა, აწონვები იქნებოდა 12:00 საათამდე,მაგრამ ვინაიდან ის ვერ ასწრებდა, აწონვები გადაიტანეს 13:00 საათამდე-საბოლოოდ მას ჰქონდა ზედმეტი 100გრ,ესეც გაუთვალისწინეს და ამით მორჩა აწონვები.

6) ორგანიზატორებს არა ერთხელ ვაცნობე, რომ აწონვების მერე ჩემს მებრძოლებს დასჭირდებოდათ სისტემის დაყენება რაზეც გვჭირდებოდა ექთანი(ან ნებისმიერ მედ.პერსონალი) ამაზეც მივიღეთ უარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდე რომ ჩვენ გადავიხდით ამ მომსახურეობას მაგრამ მაინც იყო მივიღეთ.

7) მაქსიმალურად გვატარებდნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე,რაც მთავარია ხანგრძლივი მანძილებით და მეტი დროით(თუმცა საკმაოდ პატარა ქალაქში ვიყავით) რომ ჩვენ მებრძოლებს ნაკლები დაესვენათ.

8) ბრძოლების წინა დღეს,ღამის 3 საათამდე ერთმანეთის გვერდში დგომით და დახმარებით ვახორციელებდით წონის აღდგენას, ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ძალა წაართვა რომ მაქსიმალურად დაესვენათ.

9) 19 ივნისს ბრძოლის დღეს ორგანიზატორები და მსაჯები ვერ / არ იყვნენ შეთანხმებული წესებთან დაკავშირებით (ძირითადი პრობლემა იყო მე -3 ან მე -4 საყრდენ წერტილთან და იდაყვების , რა სახის გამოყენებასთან დაკავშირებით) საბოლოოდ მაინც არ გაგვაგებინეს და ასე წავიდა ყველა თავის გზაზე.

10) ვინაიდან ნ.ხოტენაშვილი ატარებდა ერთ - ერთ მთავარ ბრძოლას,მე ვკითხე ორგანიზატორებს,თუ მას დაახვევდნენ ბინტებს (თითქმის ყველა ორგანიზაციაში ბინტებს ხელზე ახვევენ ორგანიზატორები) რაზეც უარი იყო,-ჩვენ არ ვიცითო. შემდგომ მე მკითხეს,თქვენ იცით? -რაზეც ვუპასუხე, დიახ და თან შეძენილი მაქვს ყველაფერი, ამ პროცესთან დაკავშირებული მასალა. მათი მხრიდან ისევ წამოვიდა ფულთან დაკავშირებული წინადადება-ჩვენ(ყაზახ) მებრძობებს დაახვიეთ ბინტებიო და თანხას გადაგიხდით რაზეც მიიღეს კატეგორიული უარი.

11) შეჯიბრი დაიწყო ისე რომ ჩვენ არავინ შეგვეხმიანა და სასტუმროდან არ წაგვიყვანეს. ხელზე ბინტები სასტუმროში დავახვიე ჩვენ მებრძოლებს ვინაიდან ხვდებოდით,რომ რიგით "სურპრიზს" გვიმზადებდნენ და უკვე მიმდინარეობდა რიგით მე-3 ბრძოლა,როდესაც მიგვიყვანეს დარბაზში. ვერც ალეკო საღლოანმა,ვერც გიორგი ფოჩხიძე სათანადოთ ვერ გახურდნენ და ვერ დაისვენეს ბრძოლისთვის,არც სივრცე იყო და არც დრო. გასახდელი საერთოდ არ იყო და მებრძოლები ხურდებოდნენ გარეთ შენობის უკან.

■ ამ ტექსტის დაწერა გამოიწვია იმან რომ საქართველოში დაბრუნებისას გავიგე ესეთი ფაქტი: ტრანსლაციის დროს იყო ისეთი სახის კომენტარები, რომ ბიჭებმა ბრძოლები გაყიდეს- ჩვენ ვიძახით ჩვენი სახელით თითოულო ჩვენი მებრძოლი,თითოული ჩვენი ხენმძღვანელი, არასდროს არ დაუშვებს ასეთ ფაქტს.

ამით არანაირად თავს ვიმართლებ ბრძოლების წაგებასთან დაკავშირებით.

გარდა ამ ფაქტებისა იყო უამრავი ბევრი მათ მხრიდან ბინძური მოქმედებები ოღონდ მიეღოთ,ის შედეგი რაც მიიღეს.

ჩვენმა მერძლებმა ორი დღე გაატარეს სრულ ქაოსში, სტრესში, და არა მშვიდ გარემოში. მიუხედავათ ამ ყველაფრისა თითოულმა მათგანმა მიიღო გადატყვეტილება და შევინდენ ოქტაგონზე, რაზეც მე პირადად თითოულს:

  • ნოდარ ხოტენაშვილს, ●გიორგი ფოჩხიძეს, ●ალეკო საღლიანს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა და მეამაყება, რომ თქვენ ხართ ჩვენი გუნდის წევრები.

გარდა ამ ყველაფრისა:

სასტუმროში ჩვენ ნომრებს არ ალაგებდნენ (დამლაგებელი იძახდა -გაფრთხილებული ვართ,რომ ეს არ გავაკეთოთ), ელემენტალური წყალი არ მოჰქონდათ.

აეროპორტში არ წაგვიყვანეს და წავედით ტაქსით (ჩვენი ხარჯებით).

Covid 19 ტესტი არ გაგვიკეთეს და ელახლა ყველა ვიმყოფებით 8 დღიან თვითიზოლაციაში და კიდევ ბევრი ამნაირი მათგან საზიზღარი საქციელი და მოქმედება.

!!! კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვიყიდებით, შეუფასებელია ჩვენი გუნდი და თითოული მებრძოლი.

ჩვენ შევწყვიტეთ ყველანაირი კავშირი ამ ორგანიზაციასთან და ვერასდროს ვერ იხილავთ AGG წევრებს მათ ივენთზე.

Alpha Green Georgia

MMA- ს მთავარი მწვთნელი უჩა კვერნაძე.

P.S. არანაირი თავის გამართლება ჩვენ წაგებებთან დაკავშირებით, ღირსეულად მივიღეთ ეს ფაქტი და ხანმოკლე შესვენების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები