მედია: „ხვიჩა რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, ინტერესს მეტი გრანდი გამოიჩენდა
Aa
Aa

მედია: „ხვიჩა რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, ინტერესს მეტი გრანდი გამოიჩენდა"

11 ივნისს სტარტი აიღო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატმა, რომელსაც თვალს მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს რუსული გამოცემა (capitalsport) გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე არადამაჯერებელია, მაგრამ თუ ნატურალიზებული ფეხბურთელებით გაძლიერდებოდა, შესაძლოა, შედეგი სხვანაირი ყოფილიყო. საუბარი შეეხო რუბინისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტს, ხვიჩა კვარაცხელიასაც. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ხვიჩა რუსეთის ეროვნულ ნაკრებში რომ თამაშობდეს, გრანდების მხრიდან მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდებოდა:

„ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები გვჭირდება. ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზე ვერ მოხვდა და დიდი ალბათობით, ვერც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ხვიჩას ანგარშზე 3 გოლია, აქედან ერთ-ერთი ესპანეთს გაუტანა. თუ ის რუსეთის ნაკრებში ითამაშებდა, ჯერ ერთი, მას ბევრი გრანდი დააკვირდებოდა და მეორეც, ჩვენი ქვეყნის ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელს დაიმატებდა".

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოთ მაკედონიამ, გორან პანდევის ერთადერთი გოლით (0-1) აჯობა და ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის C ჯგუფში ადგილი წაართვა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 11 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.  ფინალურ მატჩს უემბლი უმასპინძლებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები