ცუდი ამბავი დეშამის გუნდში - დემბელესთვის ევრო 2020 დასრულდა
Aa
Aa

ცუდი ამბავი დეშამის გუნდში - დემბელესთვის ევრო 2020 დასრულდა

ევრო 2020 საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბისთვის, უსმან დემბელესთვის დასრულდა. მიზეზი უნგრეთის ნაკრებთან მიღებული მუხლის მყესის ტრავმაა. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში დეშამმა დემბელე გერმანიასთან მატჩში 90-ე წუთზე ჩართო თამაშში და ''ბარსას'' ფეხბურთელმა მინდორზე მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებული 4 წუთი გაატარა. მეორე ტურში, უნგრეთთან მატჩში დემბელე 57-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, თუმცა 87-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

RMC Sport-ის ცნობით დემბელე ''სამფეროვანთა'' შემადენლობას დატოვებს, გუნდს კი კინგსლი კომანი შეუერთდა, რომელმაც დეშამის გუნდი დროებით ოჯახური მიზეზის გამო დატოვა, რის გამოც უნგრეთთან განაცხადში არ იმყოფებოდა, თუმცა პორტუგალიასთან შეხვედრისთვის დეშამს მისი გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

ევრო 2020-ის F ჯგუფის პირველ ტურში საფრანგეთმა ჰუმელსის ავტოგოლით გერმანია დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში დიდი სენსაცია შედგა, უნგრეთისა და საფრანგეთის ნაკრების მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ატილა ფიოლას გოლით უნგრელები იგებდნენ, თუმცა ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და დეშამის გუნდი მარცხისგან იხსნა.

მესამე ტურში პორტუგალია - საფრანგეთს, ხოლო უნგრეთი გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩები 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები