Aa Aa
21 ივნისი 2021  |  10:06

91-ე წუთზე გადარჩენილი ქულა - ეკვადორმა ვენესუელას ვერ მოუგო

ვენესუელას ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის B ჯგუფში მეორე ქულა აიღო. „ლა ვინოტინტო“ ეკვადორს დაუპირისპირდა და უშუალო კონკურენტთან ფრე გაახერხა.

მატჩი „ლა ტრის“ კარნახით დაიწყო და ეკვადორი პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა. გუსტავო ალფაროს შეგირდებმა ანგარიში 39-ე წუთზე გახსნეს და პრესიადოს გოლით დაწინაურდნენ.

ეკვადორმა პირველი ნახევარი 1-0 მოიგო, მეორე ტაიმის 51-ე წუთზე კი ვენესუელამ წონასწორობა აღადგინა. „ლა ვინოტინტოს“ მხრიდან ედსონ კასტილიო გამოირჩა. 20 წუთში ეკვადორი წინ კიდევ ერთხელ გავიდა. „ლა ტრი“ პლატამ დააწინაურა, თუმცა მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კასტილიოს პასით ერნანდესმა გაიტანა და ვენესუელას უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა - 2-2.

ამრიგად, 3 შეხვედრის შედმეგ, „ლა ვინოტინტოს“ 2 ქულა აქვს და B ჯგუფის მე-4 ადგილს იკავებს. ვენესუელა მომდევნო შეხვედრას 27 ივნისს გამართავს და პერუს დაუპირისპირდება. ეკვადროს რაც შეეხება, „ლა ტრი“ ჯგუფში ბოლოა, თუმცა მხოლოდ 2 მატჩი აქვს გამართული. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები