Aa Aa
20 ივნისი 2021  |  15:45

მიუნხენი უნგრეთის წინააღმდეგ - ალიანს არენა ცისარტყელის ფერებში განათდება

ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები მიუნხენში „ალიანს არენაზე“ უნგრეთს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ქალაქის საკრებულომ წამოაყენა იდეა, რომ სტადიონის გარე ფასადი LGBT ფერებში განათდეს.

„მიუნხენი მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, ტოლერანტობასა და ჭეშმარიტ თანასწორობას სპორტულ საზოგადოებაში.

გერმანია-უნგრეთის მატჩთან დაკავშირებით, ჩვენს საბჭოს სურს, რომ უნგრეთის LGBT საზოგადოებას სოლიდარობის მესიჯი გაუგზავნოს, რომლებიც უნგრეთში არსებული კანონების გამო იტანჯებიან“. - ნათქვამია მიუნხენის საბჭოს ექვსივე ფრაქციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში.

15 ივნისს, უნგრეთის მთავრობამ 157 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში LGBT-ის პრომოუტინგი აიკრძალა. ასევე აიკრძალა 18-წლამდელთათვის იმის სწავლება, რომ მათ იმ სქესის არჩევა შეუძლიათ, რომელიც მოესურვებათ.

„ეს კანონი წარმოადგენს უკიდურეს ზღვარს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი პირების უფლებების შეზღუდვაში. ეს უნგრეთში ერთ-ერთი ბოლო კანონია, რომელიც თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის მიზნით იქნა მიღებული“, - ნათქვამია მიუნხენის საბჭოს განცხადებაში, რომელსაც Deutsche Welle ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი საჯარო პირი იყო, რომელიც მატჩების წინ Black Lives Matter-ის აქციის წინააღმდეგ წავიდა და მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა.

„დაჩოქება ჩემთვის სულაც არ არის სასიამოვნო. სტადიონებზე ამის ადგილი არ არის, სპორტი სხვა რამეს ეხება. ამ ჟესტის მნიშვნელობას განსაზღვრავს კულტურული მახასიათებლები და ჩვენ მას სულ სხვაგვარად აღვიქვამთ.

უნგრელები მუხლს სულ სამ შემთხვევაში იდრეკენ: ღმერთის წინაშე, სამშობლოს წინაშე და როდესაც საყვარელ ადამიანს ხელს სთხოვენ.

დაჩოქება მოიგონეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც მონებს ფლობდნენ და ჩვენ ეს არასდროს არ გაგვიკეთებია, ამიტომ ამის მნიშვნელობას ვერ ვხედავთ“. - თქვა ორბანმა.

სავარაუდოდ, გერმანია-უნგრეთის მატჩს გარდა საფეხბურთო დაძაბულობისა, პლუს ამ თემების გამოც დიდი გამოხმაურება მოჰყვება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში