რასიზმი ევროპის ჩემპიონატზე - მბაპესა და ბენზემას შეურაცხყოფა მიაყენეს
Aa
Aa

რასიზმი ევროპის ჩემპიონატზე - მბაპესა და ბენზემას შეურაცხყოფა მიაყენეს

ნიდერლანდური გამოცემის, De Telegraaf-ის ინფორმაციით, უნგრეთის ნაკრების გულშემატკივრებმა საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს.

De Telegraaf-ის ცნობით, „პუშკაშ არენაზე“ შეკრებილი ქომაგები კილიან მბაპესა და კარიმ ბენზემას მისამართით მაიმუნისთვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდნენ და მათ რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯერჯერობით უცნობია, უეფა გამოძიებას ჩაატარებს თუ არა, თუმცა ნიდერლანდური გამოცემა გვაუწყებს, რომ დიდი შანსია, უნგრელები დაისაჯონ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან ანგარიში ფიოლამ გახსნა, ხოლო „სამფეროვნებს“ ქულა ანტუან გრიზმანმა გადაურჩინა.

ცოტა ხნის წინ, ბუდაპეშტში შეკრებილმა პუბლიკამ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები გააკრიტიკა, რადგან მათ Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში მატჩამდე მუხლი მოიდრიკეს, ერთი კვირის წინ კი უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, LGBT პროპაგანდა აიკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები