Aa Aa
19 ივნისი 2021  |  09:53

ტრეი იანგმა სტადიონზე შუქი ჩააქრო - ფილადელფიამ ანგარიში გაათანაბრა და წინ მე-7 შეხვედრაა

„ბრუკლინ ნეთსისა“ და „მილუოკი ბაქსის“ დაპირისპირების გარდა, აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალისტის ვინაობის გასარკვევად კიდევ ერთ მე-7 შეხვედრას ვიხილავთ, რომელშიც ერთმანეთს „ატლანტა ჰოუქსი“ და „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ დაუპირისპირდებიან.

ჯორჯიელებს საკუთარ კედლებში სერიის დასრულების შანსი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 1:59 წუთით ადრე, ტრეი იანგმა 3-ქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, რის შემდეგაც „ატლანტას“ საშინაო არენაზე შუქი ჩაქრა. შუქის მოსვლის შემდეგ, უკეთ „ფილამ“ ითამაშა და მეტოქეს 104-99 აჯობა.

„სიქსერსს“ 24-24 ქულით ტობაიას ჰერისმა და სეთ კარიმ ულიდერეს. ჯოელ ემბიდს 22 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. ტაირის მექსიმ კი 16 ქულა ჩააგდო. „ატლანტას“ მხრიდან 34 ქულითა და 12 ასისტით ტრეი იანგი გამოირჩა. უერტერის ანგარიშზე 17 ქულა იყო. კაპელამ 14 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო გალინარი 16 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტის ვინაობა 21 ივნისს გაირკვევა და „ფილადელფია“ „ატლანტას“ საკუთარ კედლებში მიიღებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში