1904 წლის შემდეგ პირველად - რეალს არაესპანელი კაპიტანი ეყოლება
Aa
Aa

1904 წლის შემდეგ პირველად - რეალს არაესპანელი კაპიტანი ეყოლება

სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალი“ ოფიციალურად დატოვა. 16-წლიანი ლამაზი და დიდი ისტორია დასრულდა. ამასთან ერთად მადრიდულ გრანდში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

1904 წლის შემდეგ, „ბლანკოსს“ არაესპანელი კაპიტანი ეყოლება. სერხიოს წასვლის შემდეგ პირველი კაპიტანი ბრაზილიელი მარსელო იქნება. ვიცე-კაპიტანი კარიმ ბენზემა გახდა, ხოლო რიგით მესამე რაფაელ ვარანია.

თუ ვივარაუდებთ მარსელოს ფორმას და ბოლო დროინდელ აქტივობებს(ზიდანი თითქმის აღარ ენდობოდა) ძირითადად მადრიდულ გრანდს კარიმ ბენზემა გაუძღვება.

რამოსი „რეალში“

ლეგენდარული მცველი „სამეფო კლუბს“ 2005 წელს „სევილიადან“ შეუერთდა. რამოსმა მადრიდული გრანდის მაისური დღემდე 671-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. რამოსმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები