Aa
Aa

„ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებით" - ატირებული რამოსი რეალს დაემშვიდობა

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, სერხიო რამოსი, რომელიც „ბლანკოსს“ ტოვებს, გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და ცრემლები ვერ შეიკავა.

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი დადგა და მოვიდა დრო, რეალს დავემშვიდობო. მინდა, კლუბს დიდი მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ის ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით იყო. მადლობელი ვარ კლუბის პრეზიდენტის, მწვრთნელების და რეალში მომუშავე ადამიანების.

გიყურებთ და ვხვდები, რომ ემოციების მოთოკვა არ შემიძლია. მადლობა გულშემატკივრებს და მინდა აქ, სანტიაგო ბერნაბეუზე დაგემშვიდობოთ, მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებით. ჩემი ცხოვრების უნიკალური ეტაპი სრულდება და მსგავსი რამ მომავალში არასდროს მექნება. მინდა, საკუთარი მაღალი დონის დემონსტრირება განვაგრძო და კიდევ რამდენიმე ტიტული მოვიგო. ეს ბევრად მეტია, ვიდრე დამშვიდობება, რადგან ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავბრუნდები".

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მცველი „სამეფო კლუბს“ 2005 წელს „სევილიადან“ შეუერთდა. რამოსმა მადრიდული გრანდის მაისური დღემდე 671-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები