ჩემპიონთა ლიგა - რა ოდენობის თანხას მიიღებს დინამო თბილისი?
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - რა ოდენობის თანხას მიიღებს დინამო თბილისი?

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება.

UEFA-ს ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 280 000 ევროს მიიღებს, მეორე ეტაპის ფინანსური მოგება - 380 000 ევრო იქნება, ხოლო მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში შესაძლოა, აღნიშნულ თანხას დამატებით 480 000 ევრო კიდევ დაემატოს.

აღსანიშნავია, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებულ თანხას ასევე დაემატება 40 000 ევრო, რაც მგზავრობის ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.

ცნობილია სხვა ინფორმაციაც:

ჯგუფში მოხვედრა -  15. 640 მილიონი ევრო

გამარჯვება -   2. 8 მილიონი ევრო

ფრე - 900 000 ევრო

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, „ოლიმპიაკოსი" იქნება. მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" და „ქაირათს" შორის დამარცხებულს გაუწევს.

კონფერენს ლიგა:

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი - 350 000 ევრო

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი - 550 000 ევრო

პლეი ოფი - 750 000 ევრო.

ცხადაძის გუნდი პირველი ეტაპის შეხვედრებს 6 - 13 ივლისს, ხოლო წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპის მატჩებს 20/21 - 27/28 ივლისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები