კონფერენს ლიგაზე დინამო ბათუმის მეტოქეს განაცხადში 55 წლის მეკარე ჰყავს
Aa
Aa

კონფერენს ლიგაზე დინამო ბათუმის მეტოქეს განაცხადში 55 წლის მეკარე ჰყავს

მიმდინარე წლის, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი ევროპული ტურნირის შექმნაა გეგმაში. გათამაშებას კონფერენს ლიგა ჰქვია და ის ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ანალოგი იქნება.

კონფერენს ლიგის 2021/22 წლების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი,  დინამო'' ბათუმი სან მარინოს წარმომადგენელ ტრე პენეს" დაუპირისპირდება, საინტერესო კი ის არის, რომ ამ  გუნდში 1966 წლის 7 თებერვალს დაბადებული, 55 წლის მეკარე, ალფრედო კიერიგინი ირიცხება.

სამენეჯერო სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით,  ტრე პენეს" და ალფრედო კიერიგინის პროფესიული კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით აკავშირებთ. მეკარემ 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 3 შეხვედრა გამართა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება. „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები