რონალდუს რეკორდები - პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოს გატეხა
Aa
Aa

რონალდუს რეკორდები - პორტუგალიამ უნგრეთი ბოლოს გატეხა

ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღე კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის დღედ იქცა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელი ერთადერთია,რომელმაც მეხუთე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა,ასევე მან შესრულებული დუბლით გოლების რეკორდიც მოხსნა.

პორტუგალიელმა კარიერაში მეთერთმეტე გოლი გაიტანა და ლეგენდარულ მიშელ პლატინის გადაასწრო.

აღნიშნული შეხვედრა კი პორტუგალიის ნაკრებმა უნგრეთთან ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

მატჩის 84-ე წუთზე „დორტმუნდის“ ფეხბურთელმა რაფაელ გერერომ ანგარიში გახსნა.

87-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ზუსტად გამოიყენა და ისტორიული გოლი გაიტანა.

მატჩის მიწურულს კი კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა.

დღის ცენტრალური შეხვედრა 23:00 საათზე გაიმართება,სადაც გერმანიის ნაკრები საფრანგეთს დაუპისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები