Aa Aa
15 ივნისი 2021  |  10:39

„წყალი დალიეთ“ - რონალდუმ კოკა-კოლა მაგიდიდან მოაშორა

უნგრეთთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუმ მის წინ მაგიდაზე დადებული კოკა-კოლის ბოთლები გვერდით გადადო.

კრიშტიანუმ მაგიდაზე მხოლოდ წყლის ბოთლები დატოვა და თქვა - „წყალი დალიეთ“.

პორტუგალიელ ფეხბურთელს პეპსისთან და კოკა-კოლასთან კონტრაქტი არ აქვს. ის თვლის, რომ ხსენებული ორივე სასმელი ჯანმრთელობისთვის მავნეა და მათ გაპიარებაზე უარს ამბობს.

ადრე პეპსიმ რონალდუს ფოტო თავის სარეკლამო რგოლში გამოიოყენა, რისთვისაც შემდეგ კომპანიას ბოდიშის მოხდა მოუწია.

ყველამ კარგად იცის, თუ რამდენ დროს უთმობს 36 წლის რონალდუ ფიტნესსა და სწორ კვებას.

როდესაც შვილი ჩიფსებს მიირთმევს და მას კოკა-კოლას აყოლებს, ეს ფაქტი კრიშტიანუს გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის თვლის, რომ მსგავსი საკვებ-სასმელი ორგანიზმისთვის მავნებელია.

გასულ წელს Global Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე რონალდუმ მის ვაჟზე ისაუბრა: „ზოგჯერ ის კოკა-კოლას სვამს და ჩიფსებს აყოლებს, რაც მე მაღიზიანებს. მან ეს იცის.

ჩემს შვილს სარბენ ბილიკზე ვარჯიშის შემდეგ ვეუბნები, რომ ცივ წყალში ჩაწვეს, რაც მას აღდგენაში დაეხმარება, თუმცა ის მეუბნება: „მამა იქ ისე ცივა“. არაუშავს, იგი ჯერ მხოლოდ 10 წლის არის“.

აქვე გეტყვით, რომ კოკა-კოლა ევრო 2020-ის ოფიციალური სპონსორი გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში