სერიაში ანგარიში თანაბარია - კლიპერსმა იუტა მეორედ დაამარცხა
Aa
Aa

სერიაში ანგარიში თანაბარია - კლიპერსმა იუტა მეორედ დაამარცხა

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ „იუტა ჯაზთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ჩემპიონობის ერთ-ერთმა ფავორიტმა დასავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი საკუთარ კედლებში მეორედ დაამარცხა და 118-104 მოუგო.

„კლიპერსმა“ მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყვიტა. ლოს ანჯელესელებმა საწყისი მეოთხედი 17 ქულით მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

„კლიპერსს“ 31-31 ქულით კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა ულიდერეს. მარკუს მორისის ანგარიშზე 24 ქულა და 6 მოხსნა იყო. ლოს ანჯელესელთა მხრიდან, ამ სამეულის გარდა, 10-ქულიანი ნიშნული ვერავინ გადალახა. კენარდსა და ზუბაცს 8-8 ქულა ჰქონდათ, ხოლო ბატუმმა 7 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

„იუტას“ რიგებში 37 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა, თუმცა ამ უკანასკნელმა 26-დან მხოლოდ 9 ბურთი ჩააგდო. ჯო ინგლსი 19 ქულას დასჯერდა, ხოლო ბოგდანოვიჩმა 18 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ სერიაში ანგარიში 2-2-ია და მომდევნო შეხვედრაში „იუტა“ მასპინძელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები