მოდრიჩი:
Aa
Aa

მოდრიჩი: "დიახ, ჩვენ არ დავიჩოქებთ, ხორვატია ამას არ გააკეთებს"

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა ევროპის ჩემპიონატის წინ განაცხადა, რომ ხორვატიის ნაკრები Black Lives Matter-ის აქციას არ შეუერთდებიან და მატჩის წინ მუხლს არ მოიდრეკენ.

„ჩვენი პოზიცია ასეთია: ჩვენ არ დავიჩოქებთ. ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ეს გუნდში განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ დავიჩოქებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასიზმის მომხრე ვართ ან ფეხბურთში დისკრიმინაციას ვუჭერთ მხარს.

ბუნებრივია, ჩვენ ამ ფენომენებს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ არ გვჯერა, რომ ასეთი ჟესტი ხელს უწყობს საკითხის მოგვარებას. რასიზმთან ბრძოლის მრავალი სხვა გზა არსებობს. დიახ, ჩვენ არ დავიჩოქებთ, ხორვატია ამას არ გააკეთებს“, - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს BBC.

ხორვატიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას 13 ივნისს, 17:00 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.

მუხლის მოდრეკის წინააღმდეგ უნგრეთის ნაკრებიც მიდის

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამ თემასთან დაკავშირებით თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა:

„დაჩოქება ჩემთვის სულაც არ არის სასიამოვნო. სტადიონებზე ამის ადგილი არ არის, სპორტი სხვა რამეს ეხება. ამ ჟესტის მნიშვნელობას განსაზღვრავს კულტურული მახასიათებლები და ჩვენ მას სულ სხვაგვარად აღვიქვამთ.

უნგრელები მუხლს სულ სამ შემთხვევაში იდრეკენ: ღმერთის წინაშე, სამშობლოს წინაშე და როდესაც საყვარელ ადამიანს ხელს სთხოვენ.

დაჩოქება მოიგონეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც მონებს ფლობდნენ და ჩვენ ეს არასდროს არ გაგვიკეთებია, ამიტომ ამის მნიშვნელობას ვერ ვხედავთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები