გიორგი ჩხაიძის წარმატებული დებიუტი - საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა
Aa
Aa

გიორგი ჩხაიძის წარმატებული დებიუტი - საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა

2019 წლის 17 ივნისის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ჩხაიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა. შეხვედრა „ბასას“ სახელობის სტადიონზე გაიმართა. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა 3-5-2 სისტემით ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში კი გაბუნია, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, სუთიძე, თოდაძე, ხაბურზანია, მატვეევა, პასიკაშვილი, ბაქრაძე, ბებია, ჭიჭინაძე მოგვევლინენ.

მასპინძლები მატჩის დასაწყისიდანვე აქტიურობდნენ. 27-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შედეგად თეონა ბაქრაძემ ანგარიში გახსნა და საკუთარი ქვეყანა დააწინაურა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი ნიგარ მირზალიევამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საქართველოს უპირატესობა ორამდე გაიზარდა.

65-ე წუთზე მაიკო ბებიამ საკუთარ საჯარიმოში ძალიან უხეშად და გაუაზრებლად ითამაშა. ამის გამო კი მსაჯმა საქართველოს კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ალიევამ აქცია. 82-ე წუთზე ანასტასია ბოლქვაძემ მეტოქის მცველის შეცდომით ისარგებლა და აზერბაიჯანს მესამე გოლი გაუტანა.

მატჩის მიწურულს აზერბაიჯანი გააქტიურდა და თათია გაბუნიას საქმეში ჩართვა გახდა საჭირო. „ლანჩხუთის“ კიპერმა გუნდი ზედიზედ 2-ჯერ გადაარჩინა. განსაკუთრებული სირთულის დარტყმა იყო მეორე, თუმცა თათია მოწოდების სიმაღლეზე იყო.

სამწუხაროდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა 1 ბურთი გაქვითეს და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. აზერბაიჯანიდან გოლი აიშან აჰმადოვამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები 14 ივნისს ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამჯერად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. მატჩი 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები