Aa Aa
11 ივნისი 2021  |  19:22

გვილია ანორთოსისზე უარს ამბობს - ქეცბაია კვიპროსზე დაბრუნდა და კაშიას უმიზნებს

კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა, კვიპროსზე დაბრუნდა. ''ნიუკასლის'' ექს-ფორვარდი გუნდის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა კვიპროსული მედიის ცნობით ამ ეტაპისთვის პოტენციურ ახალწვეულებთან შეთანხმება არ მიღწეულა.

Goal Philenews-ის ცნობით ვაკო გვილიას ''ანორთოსისში'' ტრანსფერის შანსი მიზერულია. ''ლეგიას'' ექს-მოთამაშე კვიპროსულ კლუბში გადასვლაზე უარს ამბობს. კვიპროსის თასის მფლობელი წლიური ხელფასის სახით 300 000 ევროს სთავაზობს, თუმცა მოთამაშე ამ ფინანსურ შემოთავაზებაზე თანახმა არაა.

თემურ ქეცბაია ''ვიტესის'' ექს-კაპიტანს, გურამ კაშიას უმიზნებს, თუმცა გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა რეალური წინადადებები სლოვაკური ბრატისლავას ''სლოვანისგან'' და ფრანგული ''სოშოსგან'' მიიღო. 33 წლის მცველის ახალი კლუბი უცნობია, თუმცა მისი თბილისის ''ლოკომოტივიდან'' წასვლა გადაწყვეტილია. 

CrystalSport-ის ცნობით კაშიას ახალი კლუბი შემდეგ კვირაში წარადგენს, თუმცა უცნობია რომელ გუნდზე შეაჩერებს არჩევანს. ასევე, CrystalSport-ის ცნობით გიორგი აბურჯანიას ''ანორთოსისში'' დაბრუნება გამორიცხულია, რადგან მას გაცილებით მაღალი დონის კლუბი, თურქული ''სივასპორი'' იწვევს (იხილეთ).

''ანორთოსისში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია რჩება, პოზნანის ''ლეხიდან'' კი ერთწლიანი იჯარის შემდეგ ნიკა კაჭარავა ბრუნდება, რომელსაც პოლონურ კლუბში ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, 27 წლის თავდამსხმელმა ''ლეხის'' რიგებში შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში