შენგელიამ ცსკა-ს ულიდერა - არმიელები VTB ლიგის ჩემპიონები გახდნენ
Aa
Aa

შენგელიამ ცსკა-ს ულიდერა - არმიელები VTB ლიგის ჩემპიონები გახდნენ

დასრულდა 2020/2021 წლების VTB ლიგის საკალათბურთო სეზონი. ფინალში მოსკოვის ცსკ-ა ყაზანის „უნიქსს“ დაუპირისპირდა და საერთო ჯამში 3:0 დაამარცხა. დღევანდელი დაპირისპირება კი თორნიკე შენგელიას გუნდმა 89:81 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 51 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 19 ქულას, 7 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

აღსანიშნავია, რომ „არმიელების“ მხრიდან საუკეთესო და ყველაზე შედეგიანი სწორედ შენგელია იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავის გუნდს ულიდერა და ჩემპიონი გახადა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი კი „უნიქსის“ კალათბურთელი ამერიკელი ბრაუნი იყო 25 ქულით 11 მოხსნით და 2 პასით. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ში 2020 წლის სეზონის დასაწყისში გადავიდა და სადებიუტო სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

შენგელიას ჩატენვა "უნიქსთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები