ბასილაშვილის მარცხი - ქართველმა ჩოგბურთელმა ჩილიჩთან წააგო
საჩოგბურთო სამყაროში ახლა ყველაზე დიდ ყურადღებას „როლან გაროსი" იქცევს, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის სხვა გათამაშებაც საინტერესოა.
შტუტგარტში მიმდინარე 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობდა.
ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:3 6:2 დამარცხდა.
მატჩის დროს ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში ცნობილ გერმანელ ჩოგბურთელს დასტინ ბრაუნს 6:3 7:6 მოუგო.