ზაზა ფაჩულიამ ტრავმა მიიღო
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიამ ტრავმა მიიღო

ხვალ, გამთენიისას, „შარლოტთან“ გასამართ მატჩში ზაზა ფაჩულია არ ითამაშებს. მას მარჯვენა მხარი აქვს დაშავებული და ზუსტად არაა ცნობილი, როდის დაუბრუნდება მოედანს.

მხარი ზაზამ 29 იანვარს „პორტლენდთან“ მოგებულ მატჩში დაიშავა. ის საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და 24 წუთში 14 ქულა მოაგროვა, თუმცა დაძაბული მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მან მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა, რის დროსაც მეტოქე დაეჯახა და მხარი დაუშავა.

რეაბილიტაციის ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა ამერიკული პრესის ინფორმაციით, ფაჩულია „გოლდენ სტეიტს“ რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები