სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა: ვის მისცეს ხმა რუსეთში მოთამაშე ქართველებმა
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა: ვის მისცეს ხმა რუსეთში მოთამაშე ქართველებმა

რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუბინის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო მოთამაშეების ხუთეულში მოხვდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 70 ხმა მიიღო. ამ შედეგით კვარაცხელია სერდარ აზმუნს (222), არტიომ ძიუბას (121), ნიკოლა ვლაშიჩსა (93) და კრისტიან ნობოას (76) ჩამორჩა.

გამოკითხვაში, რომელიც სპორტ ექსპრესის" ორგანიზებით ჩატარდა, რუსეთის პრემიერლიგის თითოეული კლუბის 11 მოთამაშე მონაწილეობდა. შედეგების გამოვლენის შემდეგ, გასაჯაროვდა ფეხბურთელების არჩევანი.

საინტერესოა, ვის მისცეს ხმა რუსეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა და ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სხვა  ფეხბურთელებმა:

ზურიკო დავითაშვილი („როტორი”): 1. აზმუნი 2. კვარაცხელია 3. ძიუბა

ჯოვინო ფლამარიონი („როტორი”): 1. კვარაცხელია 2.აზმუნი 3. გილერმე

ჯემალ ტაბიძე („უფა”): 1. კვარაცხელია 2. ძიუბა 3. აზმუნი

გიორგი შელია  („ახმატი”): 1. სემენოვი 2. ისმაელი 3. ბოგოსავაცი

გიორგი მელქაძე („ახმატი”):  1. ვლაშიჩი 2. ძიუბა 3. აზმუნი

გიორგი ჯიქია („სპარტაკი”): 1. სობოლევი 2. ლარსონი 3. აზმუნი

კონსტანტინ მარადიშვილი („ცსკა"): 1. აკინფეევი 2. ფერნანდესი 3. ვლაშიჩი

ხვიჩამ, 2020-21 წლების სეზონში, „რუბინის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები