პაიემ
Aa
Aa
30 იანვარი 2017  |  14:45

პაიემ "მარსელთან" კონტრაქტი გააფორმა

ფრანგი შემტევი, დიმიტრი პაიე, მარსელის "ოლიმპიკში" გადავიდა. აღნიშნულ ინფრომაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

პაიემ ახალ კლუბთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "ვესტ ჰემმა" მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო. ფეხბურთელი ბოლო დროს ლონდონურ გუნდში თამაშზე უარს აცხადებდა და იმუქრებოდა, რომ თუ მას "ჩაქუჩები" არ გაყიდდნენ, ჯვარედინ იოგებს გაიწყვეტდა. 

პაიე "ვესტ ჰემში" 2015 წელს სწორედ "მარსელიდან" გადავიდა. ინგლისში მან 74 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები