მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს - ვეინალდუმი ბაიერნს უახლოვდება
Aa
Aa

მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს - ვეინალდუმი ბაიერნს უახლოვდება

ჟორჟინიო ვეინალდუმი შესაძლოა მიუნხენის ''ბაიერნის'' ფეხბურთელი გახდეს. ნიდერლანდელს შემდეგ თვეში ''ლივერპულთან'' კონტრაქტის ვადა ეწურება და ახლა მას უფლება აქვს, რომ სხვა კლუბთან წინასწარი ხელშეკრულება გააფორმოს.

გერმანული SPORT 1-ის ცნობით ვეინალდუმი მოლაპარაკებას მიუნხენის ''ბაიერნთან'' აწარმოებს და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა.

''ენფილდზე'' გატარებული 5 სეზონის შემდეგ ჟორჟინიოს მიუნხენის ''ბაიერნში'' გადასვლის დიდი სურვილი აქვს.

30 წლის მოთამაშის წარმომადგენელმა ჰემფრი ნაიმანმა SPORT 1-თან საუბარში განაცხადა: ''მიუნხენის ''ბაიერნი'' დიდებული კლუბია. ჟორჟინიო თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერი წინადადების განხილვისთვის მზადაა''.

30 წლის ნახევარმცველი ''ლივერპულის'' ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან მიმდინარე სეზონის ჩათვლით იცავდა. მან ინგლისურ კლუბთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა (2019-20), ჩემპიონთა ლიგა (2018-19), ევროპის სუპერ თასი (2019) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2019) მოიგო.

მას ასევე უასპარეზია ''ფეიენორდში'', პსვ-სა და ''ნიუკასლში''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები