გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილის მაგარი თამაში რაპიდთან
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილის მაგარი თამაში რაპიდთან

Tipico ბუნდესლიგის 31-ე ტურში „შტურმმა“ ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. გამორჩეული იყო „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ეს მატჩი „შტურმისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ოთარის გუნდი „რაპიდს“ ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა. ამ მომენტისთვის მასპინძლები მესამე ადგილზე იმყოფებიან და ეს პოზიცია ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა. მეორე ადგილი კი ჩემპიონთა ლიგის.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ავსტრიული გუნდის მაისური 24-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯამში კი 25 წლის ქართველმა „შტურმის“ შემადგენლობაში 2018 წლიდან დღემდე 93-ჯერ ითამაშა, 17 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები