Aa Aa
16 მაისი 2021  |  19:53

იკარდი მილანში? - არგენტინელს იტალიაში დაბრუნება სურს

Football Italia წერს, რომ მაურო იკარდის იტალიაში სურს დაბრუნება და მას შეთავაზება „მილანმა“ გაუკეთა. არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით „რომა“ და „იუვენტუსიც“ ინტერესდებიან.

იკარდი „პარი სენ ჟერმენს“ 2018 წელს იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც პარიზულ გრანდს მისი გამოსყიდვა 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო. საბოლოოდ ასეც მოხდა და მაურო პსჟ-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა.

„ინტერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. არგენტინელი საკუთარი სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა. Calciomercato.com იუწყება, რომ იკარდის იტალიაში დაბრუნება უნდა.

მისი აგენტი და ამავდროულად მეუღლე ვანდა ნარა იგივე აზრზეა. შუამავლებმა კი მას „მილანი“ შესთავაზეს. მაუროს „როსონერიში“ სათამაშო დრო გარანტირებული აქვს, რადგან იბრაჰიმოვიჩი უკვე ასაკშია და ხშირად იღებს ტრავმებს. შვედი ახლაც ტრავმირებულია.

ერთადერთი დაბრკოლება შეიძლება იკარდის ხელფასი იყო. მაუროს პარიზში წლიურად 9 მილიონ ევროს უხდიან. წყარო წერს, რომ „მილანი“ 27 წლის თავდამსხმელის შეძენას იჯარის წესით შეეცდება, რათა ანაზღაურების ნაწილი კვლავ პსჟ-მ გადაიხადოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში