შენგელიას 12 ქულა - ცსკა ნახევარფინალშია!
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა - ცსკა ნახევარფინალშია!

რუსეთის VTB ლიგის მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ „ნიჟნი ნოვგორდს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 79:75 გაიმარჯვა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო. პირველი მეოთხედ საყაიმო ანგარიშით დასრულდა. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა 2-ქულიანი უპირატესობა მოიწოვეს, თუმცა მესამე პერიოდში „არმიელები“ დამარცხდნენ. გადამწყვეტი მეოთხედის წინ, ცსკა 60:63 მარცხდებოდა, თუმცა იტუდისის შეგირდებმა ბოლო მეოთხედი 19:12 მოიგეს და საბოლოო შედეგი 79:75 დააფიქსირეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი და 21 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 12 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანი 22 ქულით 4 მოხსნის და 2 შედეგიანი გადაცემით იტალიელი ჰაკეტი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით რუსული კლუბი გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ზენიტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები