სანჩოს გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ის მანჩესტერში გადავა
Aa
Aa

სანჩოს გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ის მანჩესტერში გადავა

მაისის დასაწყისში „დორტმუნდის“ დირექტორმა მიხაელ ცორკმა დაადასტურა, რომ ჯეიდონ სანჩო ზაფხულში გუნდიდან წავა.

„წლის დასაწყისში სანჩოსთან დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება შეუძლია. ის წლების განმავლობაში ჩვენთან იყო და წარმატების მიღწევაში გვეხმარებოდა. მსგავსი შეთანხმება ჰოლანდთან არ დაგვიდია. სანჩოს მადლობა ყველაფრისთვის."

დღეს კი Eurosport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ინგლისელი შემტევი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ სანჩო ზაფხულში „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდება.

Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელის საკუთარ რიგებში ხილვა „ჩელსისაც“ სურს და „არისტოკრატები“ მზად არიან, „ლივერპულსა“ და „მანჩესტერს“ კონკურენცია გაუწიონ.

ციფრები და რეკორდი

სანჩომ ბუნდესლიგის ბოლო 3 სეზონში 37 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯეიდონი მიმდინარე სეზონში რეკორდის ავტორიც გახდა. „არმინიას“ წინააღმდეგ შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ, ინგლისელი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა - სანჩო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში 50 ზუსტი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ასეთი რამ ამ ასაკში არასდროს სხვა არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. იმ მომენტში ინგლისელი 20 წლისა და 339 დღის იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები