Aa
Aa

"კაკტუსი" ნახევარფინალში "რუსთავს" შეხვდება

სუპერლიგის ნახევარფინალის მესამე მონაწილე „კაკტუსი“ გახდა. მეოთხედფინალური ეტაპის მესამე შეხვედრაში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა „ვერა“ 90:77 დაამარცხეს.

შეხვედრაში "კაკტუსმა" უპირატესობა მესამე პერიოდში განიმტკიცა,როდესაც მეტოქეს 26:8 აჯობა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აარონ პარკსი გახდა,რომელმაც „ვერას“ 35 ქულა ,9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 

გამარჯვებულთა რიგებში კი საუკეთესო ანზორ ნადირაძე იყო,რომელმაც მეტოქეს 22 ქულა და 7 მოხსნა გაუკეთა.

ნახევარფინალში „კაკტუსი“ ანატოლი ბოისას გაწვრთნილ „რუსთავს შეხვდება.

რუსთაველებმა მეოთხედფინალში „თსუ“ ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

დღესვე ბოლო ნახევარფინალისტიც გაირკვევა, ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში „ოლიმპი“ „ცხუმ-აფხაზეთს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები