Aa Aa
9 მაისი 2021  |  23:13

81 წლის ასაკში ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა

თბილისის "დინამოს" ოქროს ხანის ექიმი-ფიზიოთერაპევტი - ანზორ გაბიტაშვილი დღეს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველ გულშემატკივარს გაბიტაშვილი 1981 წლის "თასების მფლობელთა თასის" ფინალის დასრულების შემდეგ ბურთიანად გაქცევის კადრით ახსოვს. კადრი, რომელიც ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი სიმბოლო და ასოციაციაა.


ანზორ გაბიტაშვილი სოფელი ვეჯინიში, გურჯაანის რაიონში 1939 წელს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1975-1987წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი. 1976-1986 წწ. წლიდან საქართველოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის "დინამოს" ფიზიოთერაპევტი; 1990 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ფიზიოთერაპევტი.

 სსრკ ჩემპიონი (1977); სსრკ თასის მფლობელი (1976, 1999); თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981); თასის მფლობელთა თასის ნახევარფინალისტი (1982); დ. ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი (2002, 2003, 2005). დაჯილდოებულია საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2005).

პ.ს. CrystalSport-ის გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ანზორ გაბიტაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში