Aa Aa
8 მაისი 2021  |  18:58

პიოლი: "იუვესთან დაფიქსირებული შედეგი გადამწყვეტი არ იქნება"

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა პიოლიმ?

"ტურინელებთან მატჩში მთელი სეზონის სასიამოვნო გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და იდეალურად ვითამაშოთ. ეს ყველაზე ამაღელვებელი მასტიმულირებელი მატჩია. ოცნება მხოლოდ მაშინ არის მშვენიერი თუ ახდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, რომელზეც ბევრი ვიმუშავეთ.

გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესანიშნავი შანსი ექნება, თუმცა ვფიქრობ ხვალინდელი შედეგი გადამწყვეტი არ იქნება. „იუვენტუსის“ გარდა რჩება სხვა მატჩებიც, მაგალითად „ატალანტასთან“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებულები.

„იუვენტუსის“ დამარცხება არაჩვეულებრივი შედეგი იქნება. რთული მატჩი გველოდება, თუმცა საკუთარი ძალები უნდა დავამტკიცოთ. ახლა ფეხბურთელებს მხოლოდ 1 მიზანი აქვთ და ეს ძალიან კარგია.

ფეხბურთელებში ეჭვი არ მეპარება. ისინი „მილანისთვის“ ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. მომავალზე ვერ დაგელაპარაკებით, ახლა მხოლოდ იუვესთან მატჩზე ვფიქრობთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და სპეციალური სტრატეგია შევარჩიეთ.

ვიცით, რომ „ბებერი ქალბატონი“ შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა. „მილანს“ სურს, რომ „ბიანკონერის“ სტადიონზე არასასიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და გაიმარჯვოს.

მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მათი საუკეთესო თვისებები შევზღუდოთ. ბურთით სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, რათა არაპროგნოზირებადი და მომაკვდინებლები ვიყოთ. გუნდი ამ მატჩისთვის მენტალურად მზად არის.“

სატურნირო მდგომარეობა

სერია ა-ს ჩემპიონი „ინტერი“ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „ატალანტა“, „მილანი“ „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ იბრძვიან.

გატუზოს გუნდმა 35-ე ტურის მატჩი ითამაშა და მოიგო. ამ მომენტისთვის „პარტენოპეი“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა კონკურენტებზე 1 თამაშით მეტი აქვს. ბერგამოელებს, ტურინელებს და მილანელებს 69 ქულა აქვთ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოული კლუბი მესამეზეა, „ბიანკონერი“ მეოთხეზე და „მილანი“ მეხუთეზე.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 9 მაისს, თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში