საფარის მოწყობა დასრულდა - ბათუმის სტადიონზე პირველი მატჩი ხვალ გაიმართება
Aa
Aa

საფარის მოწყობა დასრულდა - ბათუმის სტადიონზე პირველი მატჩი ხვალ გაიმართება

ბათუმის საფეხბუთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა. სამუშაოები ბრიტანულმა წამყვანმა კოპანიამ “Sispitches”-მა უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით.

მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს.

მოედნის ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე როგორებიცაა: მილანის „სანსირო” და ბარსელონას „კამპნ ნოუ“.

პირველი შეხვედრა უკვე ხვალ გაიმართება,სადაც Crystalbet ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. 

ბათუმის ახალ სტადიონზე საფეხბურთო მატჩი მაყურებლის თანდასწრებით პირველად გაიმართება. Covid 19-ის რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრას სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, მაყურებლის 1/3 დაესწრება.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები