მოურინიოს რომაში რეალის ფეხბურთელის წაყვანა სურს!
Aa
Aa

მოურინიოს რომაში რეალის ფეხბურთელის წაყვანა სურს!

Football Italia იუწყება, რომ ჟოზე მოურინიოს „რომაში“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ისკო ალარკონის გადაბირება სურს. ტრანსფერის ფასად 30 მილიონი ევრო სახელდება.

პორტუგალიელი სპეციალისტის დანიშვნამ რომში უკვე ცვლილებები დააანონსა. „ჯალოროსი“ სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს, რადგან ჟოზეს ძალიან უყვარს თავისი გემოვნებით გუნდის დაკომპლექტდება.

Diario Gol წერს, რომ მოურინიომ და „რომას“ სპორტულმა დირექტორმა ტიაგო პინტომ ისკოს თაობაზე ისაუბრეს და გადაწყვეტილება მიღებულია.

ესპანელ ნახევარმცველს იტალიურ გუნდებთან პირველად არ აკავშირებენ. რამდენიმე წლის წინ ალარკონს „მილანი“ ეპატიჟებოდა.

ისკო მიმდინარე სეზონში

„რეალის“ ნახევარმცველი ზიდანმა დაივიწყა, საერთოდ აღარ ენდობა და ისკო ფორმიდანაც ამოვარდა. ეს სიტუაცია კი მის კლუბიდან წასვლას ხელს უწყობს.

ცნობისთვის, „ალარკონმა“ მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები