Aa Aa
6 მაისი 2021  |  15:31

''ჩისკო ყველაფერს წინასწარ გრძნობდა'' - ''ამ გოლით მთელმა ისრაელმა გამიცნო''

''ჰაპოელ უმ ელ-ფაჰმის'' ქართველმა ფორვარდმა ლევან კუტალიამ ისრაელის ჩემპიონატის გასულ ტურში რაანანას ''ჰაპოელს'' 13-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეუსრულა, თუმცა თანაგუნდელები მარცხისგან ვერ იხსნა (3:2). ჩემპიონატის გასულ 10 მატჩში 31 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 8 გოლია. გარდა ამისა, ისრაელის თასზე ჰაიფას ''მაქაბის'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

მან სეზონის პირველი ნახევარი ისრაელის უმაღლესი ლიგის თელ-ავივის ''ჰაპოელში'' გაატარა, ზამთარში რანგით მეორე ლიგის ''ჰაპოელ უმ ელ-ფაჰმის'' მოთამაშე გახდა და შედეგიანი მატჩებიდან გამომდინარე, მისი დამატებით ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბები დაინტერესდნენ. ამ და სხვა თემებზე ფორვარდი CrystalSport-თან ინტერვიუში საუბრობს.

ფეხბურთელი CrystalSport-თან ინტერვიუში 2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონს იხსენებს, როცა 20 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აღნიშნულ სეზონში ჩისკოს გაწვრთნილმა ''დინამომ'' საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, კუტალია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცდილი მოთამაშე ჩისკოსთან მუშაობის პერიოდს იხსენებს.

თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელისა და ექს-დამრიგებლის, ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილი ''უოტფორდი'' პრემიერ ლიგაში აღზევდა. 40 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონშიფის 24 მატჩიდან 17 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 4 შეხვედრაში დამარცხდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა. ასე რომ, შემდეგ სეზონში ''დინამოს'' ექს-მწვრთნელი მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატის, პრემიერ ლიგის კლუბს უხელმძღვანელებს.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურისა და gff.ge-ს ფოტოები

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში