Aa
Aa

"ჩელსიმ გამარჯვება დაიმსახურა" - ზიდანი მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „რეალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი 3:1. „არისტოკრატები“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში არიან. მატჩის დასრულების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ზიდანმა?

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დიახ! დიახ, მათ დაიმსახურეს გამარჯვება. ჩვენ ბევრს ვეცადეთ, მაგრამ მეტოქე უკეთესად თამაშობდა. ვიმეორებ, „ჩელსიმ“ გამარჯვება და ფინალში გასვლა დაიმსახურა.

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ისინი ბევრს ცდილობდნენ და ფინალამდე მხოლოდ ერთი მატჩი გვაშორებდა. „ჩელსიმ“ საოცრად ითამაშა და შეგვიძლია ისინი შევაქოთ.

საჭიროა უკეთესად თამაში გავაგრძელოთ, ზრდა არ უნდა შევწყვიტოთ. სამწუხაროდ ბევრი მომენტი არ გვქონდა. მოწინააღმდეგეს კი ასეთი უამრავი შანსი ჰქონდა. ფეხბურთი ასეთია, მაგრამ მინდა გავიმეორო - ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ახლა უნდა დავისვენოთ და ლა ლიგაზე ვიფიქროთ.

რა თქმა უნდა, ბედნიერები არ ვართ. როდესაც ნახევარფინალში მარცხდები ბედნიერი ვერ იქნები და ეს ნორმალურია. მიუხედავად ამისა, ხვალ ვარჯიშს დავუბრუნდებით და ლა ლიგისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ."

28-ე წუთზე ანგარიში ტიმო ვერნერმა გახსნა. მეისონ მაუნთმა 85-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი დასვა და კლუბი ნანატრ ფინალში გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ წელს ინგლისური ფინალი შედგა. ლონდონელები 29 მაისს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები