Aa
Aa

"აქ მოსაგებად ჩამოვედით" - სულშერი რომასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მეორე დაპირისპირებაში „რომა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა სულშერმა?

„გუნდს საოცარი ფიზ მომზადების მწვრთნელები ჰყავს. ეს ყველაფერი ჩემი მოსვლის დღიდან დაიწყო. ისინი ძალიან ახალგაზრდები და კრეატიულები არიან. მათი დამსახურებით ჩემს ფეხბურთელებს სეზონში 40-50 შეხვედრის გამართვა თავისუფლად შეუძლიათ.

პირველი შეხვედრის ანგარიში არაფერს ნიშნავს. ჩვენ რომში მოსაგებად ჩამოვედით. მხოლოდ ამ მოტივით ვითამაშებთ. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ფინალში აუცილებლად გავალთ.

ყველა ამბობს, რომ ფინალისტის ბედი გადაწყვეტილია, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. „რომამ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 1:4 წაგების შემდეგ „ბარსელონა“ გამოთიშა ასპარეზობას.“

პირველი მატჩი

პირველი ტაიმის შემდეგ „რომაელები“ 2:1-ს იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში „წითელი ეშმაკები“ ამოქმედდნენ და მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს. საბოლოოდ სულშერის ბიჭებმა 6:2 გაიმარჯვეს და ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

კავანიმ და ფერნანდეშმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი კი პოგბამ და გრინდვუდმა გაიტანეს. იტალიელთა მხრიდან თავი ჯეკომ და პელეგრინიმ გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები