ისტორიაში მეცხრამეტედ - ინტერი იტალიის ჩემპიონია!
Aa
Aa

ისტორიაში მეცხრამეტედ - ინტერი იტალიის ჩემპიონია!

„ინტერი“ ოფიციალურად 2020/2021 წლების სეზონის სერია ა-ს ჩემპიონია. „ნერაძურიმ“ სკუდეტო ისტორიაში მეცხრამეტედ მოიგო და „მილანს“ გადაასწრო. „როსონერის“ 18-ჯერ აქვს სერია ა- მოგებული.

„ინტერის“ ჩემპიონობას ხელი „სასუოლომ“ შეუწყო, რომელმაც „ატალანტას“ უმასპინძლა და ქულები დააკარგინა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ამ შედეგის შემდეგ „ინტერის“ დაწევის თეორიული შანსიც კი აღარ აქვს არავის.

ამ მომენტისთვის, კონტეს გუნდს 34 ტურის შემდეგ 82 ქულა აქვს. 25 მოგება, 7 ფრე და 2 მარცხი - ასეთია „ნერაძურის“ შედეგები. მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტას“ კი 69 ქულა აქვს. 

„ინტერმა“ გუშინ „კროტონე“ 2:0 დაამარცხა და ფეხბურთელებმა ჩემპიონობა ნაადრევად კლუბის ავტობუსში აღნიშნეს. ცნობისთვის, „ინტერი“ ბოლოს იტალიის ჩემპიონი 2010 წელს გახდა. იმ დროს გუნდს ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები