Aa Aa
30 აპრილი 2021  |  11:03

მორიგი MVP-ის ტიტული - შერმადინი ესპანეთში შეუჩერებელია

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა 27 აპრილს დაიწყო. გიორგი შერმადინი, რომელიც საერთო სარგებლიანობით ლიგის ლიდერია, წარმატებულ თამაშს აგრძელებს და სულ უფრო მკაფიოდ ადასტურებს, რომ MVP-ის ტიტულს იმსახურებს. 

ქართველმა ცენტრმა მორიგ მატჩში გაიბრწყინა. თავის გუნდს ულიდერა და მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. შერმადინის “ტენერიფემ” “გიპუზკოა ბასკეტს” უმასპინძლა და იოლად – 98:69 გაიმარჯვა.  გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულას, 8 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი. მან 12-დან 10 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და მატჩის MVP-ს ტიტულიც დამსახურებულად მიიღო.

ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში 52 ქულით მე-3 ადგილზეა. ქართველი ლეგიონერის კლუბი მომდევნო ტურში ფუენლაბრადას შეხვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში