ზაზა ფაჩულია: "ქართველებმა "ოლ სტარის" წესები შევცვალეთ"!
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს "ყველა ვარსკლავის მატჩის" გამოკითხვის შედეგებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მჯერა იმის, რასაც ვამბობ - ჩვენ, ქართველებმა "ოლ სტარის" წესები შევცვალეთ. ასე რომ, მეგობრებო, შეგიძლიათ ამას "ზაზას წესები" უწოდოთ". - თქვა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალაბურთელმა "ოლ სტარის" გამოკითხვაში 1 528 941 ხმა მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში ამ მხრივ მხოლოდ კევინ დურანტს ჩამორჩა.