''გუნდიდან მიშვებდნენ, მაგრამ ამან გამაძლიერა'' - ''FIFA-ში ყველაზე ხშირად მალი მარცხდება''
Aa
Aa

''გუნდიდან მიშვებდნენ, მაგრამ ამან გამაძლიერა'' - ''FIFA-ში ყველაზე ხშირად მალი მარცხდება''

''საბურთალოს'' შემტევი იური ტაბატაძე შედეგიან სეზონს ატარებს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატის გასულ ტურში 21 წლის ფეხბურთელის გოლით ხვიჩა შუბითიძის ''საბურთალომ'' ''დინამო არენაზე'', თბილისურ დერბიში ''ლოკომოტივი'' დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გოლის ეპიზოდში ტაბატაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას ერთი-ერთზე აჯობა და ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს გაუტანა. ''საბურთალოს'' ერთ-ერთი ლიდერი CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გურამ კაშიას წინააღმდეგ თამაში მოთამაშეების მოტივაციას ზრდის. ასე რომ, კაშიას საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია.

გასული მატჩის გარდა იური ტაბატაძე ყოფილ მწვრთნელებსა და მოქმედ დამრიგებელზე, თინეიჯერობის რთულ პერიოდზე, სპორტული რეჟიმის მნიშვნელობასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ეს ამპლუებია: მარცხენა მცველი, მარცხენა გარემარბი, მარჯვენა მცველი და მარჯვენა გარემარბი.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბომბარდირთა დავას ზორან მარუშიჩი და იური ტაბატაძე 5-5 გოლით ლიდერობენ.


2019 წელს იური ტაბატაძე ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა, როცა გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნიდა, გასულ წელს კი თბილისურმა გუნდმა სუპერთასი მოიგო.

2019 წლიდან მოყოლებული კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება სანაკრებო გამოცდილებას, საქართველოს 20 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ასევე, 2017 წელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მასალაში გამოყენებულია ''საბურთალოსა'' და ''ლოკომოტივის'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები