Aa
Aa

"პერესი "არაფრის პრეზიდენტია" - ჩეფერინის ირონიული კომენტარი

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა „სუპერ ლიგის“ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, ფლორენტინო პერესი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას „არაფრის პრეზიდენტი“ უწოდა.

„დიდი ხანია ნათელია, რომ მას უეფა-ს პრეზიდენტობა არ სურს, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რომ პოსტზე დავრჩე. პერესს უბრალოდ უნდა, უეფა-ს ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, რომელიც მას დაემორჩილება. მოუსმენს და გააკეთებს იმას, რაც მისი სურვილი იქნება. ამჟამად ის არის პრეზიდენტი „სუპერ ლიგის“, რომელიც არ არსებობდა და არც ახლა არსებობს. გამოდის, რომ იგი არაფრის პრეზიდენტია.

ჩემი აზრით, „სუპერ ლიგა“ ვერც ვერასდროს იარსებებს. ეს იყო მცდელობა შექმნილიყო მდიდრების ტურნირი, რომელიც არც ერთ სისტემას მიჰყვება, არ აქვს კავშირი ევროპულ საფეხბურთო პირამიდასთან და გამიჯნულია კულტურასა და ტრადიციებთან“.

ჩეფერინმა ასევე ხაზი გაუსვა გავლენიან პოლიტიკურ ფიგურათა გვარებს, რომელთაც „სუპერ ლიგის“ წინააღმდეგ ბრძოლაში უეფა-სა და ფიფა-ს მხარე დაიჭირეს.

„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და უგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიკტორ ორბანის რეაქციების შემდეგ, ასევე ევროპული კომისიის მხარდაჭერის, ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა“.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პერესისა და ანდრეა ანიელის გამო, მათი კლუბები - „რეალი“ და „იუვენტუსი“ „სუპერ ლიგის“ ლიდერებად მოიხსენიებიან და უეფა ორივე მათგანის დასჯის შესახებ მუშაობს. როგორც გამოცემა წერს, ამ კლუბთა დასჯას სხვა კლუბები მოითხოვენ.

უეფა-ში აზრი ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ბლანკოსი“ და „ბიანკონერი“ ევროტურნირებიდან 1 სეზონით უნდა მოიკვეთონ, ხოლო მეორე მხარის პოზიციით, ევროპული ფეხბურთის მმართელი ორგანო საკითხს უფრო დელიკატურად უნდა მიუდგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები