Aa Aa
22 აპრილი 2021  |  19:02

პერესი: "სუპერ ლიგის გარეშე ჰოლანდს და მბაპეს ვერავინ იყიდის!"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამბობს, რომ კლუბებს ფინანსური კრიზისის გამო თანამედროვე ვარსკვლავების შეძენა არ შეუძლიათ.

პერესმა ისიც თქვა, რომ ევროპის სუპერ ლიგის გარეშე ვერავინ შეძლებს მბაპეს და ერლინგ ჰოლანდის ყიდვას.

მადრიდის „რეალი“ კილიანს და ერლინგს დიდი ხანია აკვირდება და მათი შეძენა სურს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სუპერ ლიგის გამოცხადებამდე დაიწყო.

რა თქვა პერესმა?

"ვფიქრობ, რომ ზაფხულში დიდი ტრანსფერები არ შედგება. ამას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს. როდესაც მდიდარი კლუბებისგან ღარიბები სარგებელს ვერ ნახულობენ, ყველა წუხს.

ჰოლანდის და მბაპეს შეძენა მხოლოდ „რეალს“ კი არა, არავის შეეძლება სუპერ ლიგის გარეშე. ვფიქრობ, ზაფხულში თუ კილიანს ვერ ვიყიდით გულშემატკივრები თავს არ მოიკლავენ. მათ კარგად იციან, რომ ტრანსფერებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და თუ ეს არ მოხერხდა ესეიგი შეუძლებელი იყო.“

ევროპის სუპერ ლიგა

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დაარსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც გავიგეთ, რომ გათამაშებას 12 დამფუძნებელი კლუბი ჰყავდა:

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე უნდა გარკვეულიყო, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდებოდნენ, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩეოდა.

მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენების და მწვრთნელების, ასევე "უეფა-ს" და "ფიფა-ს" პროტესტის შემდეგ სუპერ ლიგა დაიშალა და ჯერჯერობით ახალ პროექტში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" დარჩნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში