ახალი თარიღი - მეივეზერისა და პოლის ბრძოლა 5 ივნისს გაიმართება
Aa
Aa

ახალი თარიღი - მეივეზერისა და პოლის ბრძოლა 5 ივნისს გაიმართება

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის საჩვენებელი ბრძოლა კიდევ ერთხელ გადაიდო. ლეგენდარულ მოკრივესა და ცნობილ იუთუბერს თავდაპირველად 20 თებერვალს უნდა ეჩხუბათ, თუმცა თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

The Athletic იუწყება, რომ ბოლო ინფორმაციით, საჩვენებელი ბრძოლა 5 ივნისს გაიმართება და ღონისძიების ჩატარების ადგილი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ფლოიდის თქმით, მისსა და პოლის ჩხუბს ლას-ვეგასი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, დალასი ან ატლანტა უმასპინძლებს.

The Athletic ბრძოლის წესებთან დაკავშირებულ დეტალებსაც ავრცელებს და იუწყება, რომ ფლოიდი ჩხუბისას 72.5 კილოგრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს, პოლი კი 86 კილოგრამზე ნაკლები უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა ბოლოს 2018 წელს, იაპონიაში იჩხუბა და საჩვენებელ ბრძოლაში ტენშინ ნასუკავას შეერკინა. „მანიმ“ დამაჯერებლად იმარჯვა და ბრძოლის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარიც მიიღო.

ლოგან პოლს რაც შეეხება, ბოლო სამი წლის განმავლობაში მან ცნობილ ბრიტანელ იუთუბერ KSI-თან კრივის წესებით ორი ბრძოლა გამართა. პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე დაპირსპირება მსაჯების გადაწყვეტილებით KSI-მ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები