Aa Aa
21 აპრილი 2021  |  16:12

ოფიციალურად: ატლეტიკომ, ინტერმა და იუვენტუსმა სუპერ ლიგა დატოვეს

სუპერ ლიგა, რომ ნელ-ნელა იშლება ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. დღეს ინგლისურ კლუბებს მადრიდის „ატლეტიკო“ და მილანის „ინტერიც“ დაემატნენ.

კლუბებმა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და სუპერ ლიგა დატოვეს:

მილანის „ინტერი“: „ინტერი ადასტურებს, რომ სუპერ ლიგაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გულშემატკივრებს მივცეთ საუკეთესო საფეხბურთო გამოცდილება. ინოვაცია და ინკლუზია დაარსების დღიდან ჩვენი დეენემის ნაწილია. არასდროს შეიცვლება ჩვენი ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფეხბურთის ინდუსტრიის გაუმჯობესების მიზნით.

ინტერს მიაჩნია, რომ ფეხბურთს, ისევე როგორც საქმიანობის ყველა სექტორს, უნდა ჰქონდეს ინტერესი მუდმივად გააუმჯობესოს თავისი შეჯიბრებები, გააგრძელოს ყველა ასაკის გულმხურვალე გულშემატკივრის გახარება მთელს მსოფლიოში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის საყვარელი სახეობის მომავალზე მუშაობას“.

მადრიდის ატლეტიკო: ”მადრიდის ატლეტიკოს დირექტორთა საბჭომ, რომელიც ამ ოთხშაბათს დილით შეიკრიბა, გადაწყვიტა ოფიციალურად დაეტოვებინა სუპერ ლიგა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქომაგთა ყველა ჯგუფთან ჰარმონიურლი ურთიერთობის შენარჩუნება.

მადრიდის ატლეტიკომ გასულ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეერთებოდა ამ პროექტს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობს.

კლუბისთვის ჰარმონია აუცილებელია ყველა ჯგუფს შორის, რომელიც „როხიბლანკოს“ ოჯახს ქმნის, განსაკუთრებით ჩვენ გულშემატკივრებს შორის.

პირველი გუნდის წევრებმა და მწვრთნელმა გამოხატეს კმაყოფილება კლუბის გადაწყვეტილების გამო, იმის გაგებით, რომ სპორტული თვისებები სხვა ყველა კრიტერიუმებთან შედარებით არის უპირატესი“.

ანდრეა ანიელი, იუვენტუსის პრეზიდენტი: "განხორციელდება თუ არა სუპერლიგის პროექტი? გულწრფელი და მართალი გითხრათ არა, აშკარაა, რომ ასე აღარ მოხდება. მიუხედავად ყველაფრის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე ლამაზი პროექტი იყო, რომელიც ფეხბურთს სარგებელს მოუტანდა.

სამწუხაროდ იმის თქმა მიწევს, რომ სუპერ ლიგა ვეღარ შედგება".

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში