ESPN: ჩემპიონთა ლიგა არ გაუქმდება, ნახევარფინალები ჩატარდება!
Aa
Aa

ESPN: ჩემპიონთა ლიგა არ გაუქმდება, ნახევარფინალები ჩატარდება!

ბოლო პერიოდში, საფეხბურთო სამყაროში რთული ვითარებაა. ახალი ევროპული სუპერ ლიგის შექმნას არაერთი ცნობილი ადამიანი აკრიტიკებს. ფეხბურთელები, ყოფილი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ეროვნული ჩემპიონატების დირექტორები და ფეხბურთის სხვადასხვა ლეგენდები სუპერ ლიგას ღიად უპირისპირდებიან.

„უეფა-ს“ პრეზიდენტის განცხადებით, ის კლუბები, რომლებიც ახალ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, მოკვეთილნი იქნებიან „უეფა-ს“ და „ფიფა-ს“ ყველა შეჯიბრიდან.

მეტიც, „რეალს“, „ჩელსის“, „სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „არსენალს“ მიმდინარე ევრო ტურნირებიდან მოკვეთითაც კი ემუქრებოდნენ. ეს ინფორმაცია ყველამ გაიგო, თუმცა დღეს გულშემატკივრებმა სულ სხვა რამ გაიგეს.

გავლენიანი გამოცემა ESPN ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც „უეფა“ არ განიხილავს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ნახევარფინალისტების ტურნირიდან მოკვეთას და მეტიც, ESPN ჩეფერინის სიტყვებსაც ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, „უეფა=ს“ პრეზიდენტმა სუპერ ლიგაში მონაწილე გუნდებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჯენლტმენებო, თქვენ შეცდომა დაუშვით. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გადაიფიქროთ და აზრი შეიცვალოთ.“

ჯერჯერობით ეს ყველაფერი ოფიციალურა არ დასტურდება, თუმცა თუ ESPN-ს დავუჯერებთ, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ნახევარფინალები, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ჩაიცვლის.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი შეხვედრა გაიმართება. „რეალი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „პარი სენ ჟერმენს.“

რაც შეეხება ევროპის ლიგას, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „რომას“ შეხვდება, ხოლო „არსენალი“ „ვილიარეალს.“

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაარსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი:

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდება, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები