ევროპის ძიუდოს კავშირმა საუკეთესოები დაასახელა - რჩეულთა შორის რამდენიმე ქართველია
Aa
Aa

ევროპის ძიუდოს კავშირმა საუკეთესოები დაასახელა - რჩეულთა შორის რამდენიმე ქართველია

ევროპის ძიუდოს კავშირმა 2019 წლის საუკეთესო ძიუდოისტები გამოავლინა და რჩეულთა შორის რამდენიმე ქართველი მოხვდა.

კონტინენტის საუკეთესო ვაჟი ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 2019 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებული, ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟი ძიუდოისტის წოდება ევროპის ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა მიიღო.

ევროპის ძიუდოს კავშირმა ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის დღეებში 2019 წლის საუკეთესოთა დაჯილდოება მოაწყო. საუკეთესო...

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on Monday, April 19, 2021

საუკეთესო ახალგაზრდა ქალ ძიუდოისტად ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი დასახელდა, ზურაბ კახაბრიშვილი კი საუკეთესო ექიმად აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან გასამართი ტურნირების უმრავლესობა გადაიდო და 2019 წლის საუკეთესო ძიუდოისტების გამოვლენა მხოლოდ ახლაღა გახდა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები