ფერდინანდი სუპერ ლიგაზე:
Aa
Aa

ფერდინანდი სუპერ ლიგაზე: "სირცხვილია, სხვა კლუბებს სასიკვდილოდ ტოვებენ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი „ევროპის სუპერ ლიგის“ შექმნას ეხმაურება და მას მკაცრად აკრიტიკებს:

„ეს არის ომი ფეხბურთის წინააღმდეგ, სირცხვილია. ეს ყველაფერს ეწინააღმდეგება იმას, რისგანაც ფეხბურთი შედგება. სუპერ ლიგა - ეს არის დახურული ადგილი დიდი კლუბებისთვის.

აქ საქმე მხოლოდ ერთ რამეს ეხება - ფულს. მდიდრები მდრიდრდებიან, დანარჩენებს კი უბრალოდ იგნორს უკეთებენ. როგორ გაბედეს მათ ამის გაკეთება დღევანდელ პირობებში - როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს.

მსოფლიოში ხალხი იბრძვის და ამ დროს ეს კომპანია ყველაფერს ეწინააღმდეგება, აყალიბებს იდეას, რომელიც ყველაფერს ჩამოშლის.

ანტიკონკურენტუნარიანობის ელემენტი ფეხბურთში ყველაფერს ეწინააღმდეგება. ის ფაქტიურად ყვირის, რომ ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს რა არის ფეხბურთი. ეს არის მხოლოდ ბიზნესი.

ამ ყველაფერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მონაწილეობა? ამ ჯგუფში შესვლა და სხვა კლუბების სასიკვდილოდ მიტოვება - ეს სამარცხვინოა. ამას ვერ ვიჯერებ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი ვარ, მიყვარს ეს გუნდი, მაგრამ არ შემიძლია მათ გვერდში დავუდგე და ასეთ რამეს მხარი დავუჭირო“. - თქვა ფერდინანდმა BT Sport-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები