ოსტატური თამაში: ბერიძის ეფექტური საგოლე პასი უნგრეთში
Aa
Aa

ოსტატური თამაში: ბერიძის ეფექტური საგოლე პასი უნგრეთში

უნგრეთის ელიტარული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტურში ''უიპეშტმა'' საკუთარ კედლებში ''მეზოკოვეშდი'' 3:0 დაამარცხა.

გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ბერიძე მოხვდა, რომელმაც 42-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ორ ფეხბურთელს აჯობა და კარგი პასით თანაგუნდელი ნიკოლა მიტროვიჩი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

ბერიძის საგოლე პასი

მიმდინარე სეზონში გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში უნგრეთის თასის ნახევარფინალში ''კიშვარდას'' გამარჯვების გოლი გაუტანა და ''უიპეშტი'' ფინალში გაიყვანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. წარმატებული სეზონიდან გამომდინარე 23 წლის მოთამაშეზე დიდი მოთხოვნა იქნება. ამასთან ერთად, ბერიძე თავისუფალი აგენტი იქნება, რაც დაინტერესებულ კლუბებს მოთამაშის დამატებას გაუადვილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები