დიდების დარბაზი - კობის მაიკლ ჯორდანი წარადგენს!
Aa
Aa

დიდების დარბაზი - კობის მაიკლ ჯორდანი წარადგენს!

2020 წლის 26 იანვარს მსოფლიომ ტრაგიკული ამბავი შეიტყო. ლეგენდარული კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავია კატასტროფაში საკუთარ შვილთან ერთად დაიღუპა. ამერიკელ კალათბურთელს პატივი მთელმა მსოფლიომ მიაგო.

პატივისცემის და დაფასების ნიშნად გადაწყდა, რომ ბრაიანტს ნეისმიტის სახელობის „დიდების დარბაზში“ შეიყვანენ. კობის ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი წარადგენს. ცნობისთვის, ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო. ახალი თარიღი კი მიმდინარე წლის 15 მაისი გახლავთ.

„ლეიკერსის“ ვარსკვლავის გარდა, 15 მაისს „დიდების დარბაზში“ სხვა კალათბურთელებსაც შეიყვანენ. ტიმ დანკანს ყოფილი თანაგუნდელი დევიდ რობინსონი წარადგენს. დანკანთან ერთად „დიდების დარბაზში“ კევინ გარნეტი, ტამიკა კეზინგი, ბარბარა სტივენსი, რუდი ტამიანოვიჩი, ედი სატონი, პატრიკ ბაუმანი და კიმ მალკი მოიყრიან თავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები